„როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა.
როგორც მედია იუწყება, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში.
წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება.
როგორც „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოლაპარაკებები თავდაცვის საკითხს შეეხება.















