ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით და უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ამბავს. ნიკიფოროვის თქმით, უკრაინულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია ჯერაც არ მიუღია უკრაინის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ”, – წერს სერგეი ნიკიფოროვი.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი: მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით