ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ დღეს დილით განაცხადა, რომ საბერძნეთთან გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება მზადაა.

„დღეს ჩვენ უკვე მოვამზადეთ საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება გაზის მიწოდებისთვის, რათა ზამთრისთვის იმპორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ და დავფარავთ თითქმის 2 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერ–მინისტრი პირობას დებს, რომ „ჰამასი“ განიარაღდება
შემდეგი სტატია“350 ლარით დღეს იმის ყიდვა შეგიძლია, რასაც ყიდულობდი დაახლოებით 150 ლარით 12-13 წლის წინ” – რომან გოცირიძე პენსიის ზრდაზე