ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს, ამ დროისთვის, უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული

რუსეთს, ამ დროისთვის, უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგელ ხალხთან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთის არმია უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში შემოიჭრა. მათგან 1 017-ის გათავისუფლება მოვახერხეთ, 2 603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეის მონაცემებით, ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს აკონტროლებენ, თითქმის 125 ათას კვადრატულ კილომეტრს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინის ომი გაცილებით ადრე 2014 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„სევროდონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მტერმა დაიპყრო ქალაქის უმეტესი ნაწილი
შემდეგი სტატიაელე პუტინს მიმართავს – ძალადობის გაგრძელებას გამართლება არ აქვს