ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთიდან უარყოფითი სიგნალები მოდის

რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა რეალურად უნდა იგრძნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს ბოლო დროს მიმდინარე დიპლომატიური სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

„წინ სწრაფად მივიწევთ და ჩვენმა გუნდმა ფლორიდაში ამერიკულ მხარესთან იმუშავა. ევროპელი წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყოს და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა რეალურად იგრძნოს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, რუსეთიდან უარყოფითი სიგნალები მოდის“.

„საერთო გაგება არსებობს იმისა, რომ აშშ-ში ჩვენი დიპლომატიური გუნდის მუშაობის შემდეგ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები უნდა გავმართოთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭნაძე: “ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი – არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს”
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე “ქიმიური იარაღის” სკანდალზე: “ასეთი დაზონდერებული და ტვინგამორეცხილი ადამიანების მეშვეობით ხდება ამის გავრცელება”