უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, ხოლო უკრაინა — 140 მილიარდ ევროს.
ზელენსკის თქმით, რადგან რუსეთს ორჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს, უკრაინას არა ფული, არამედ მტრის იდენტური რაოდენობის დრონები და შორი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა სჭირდება.
„თუ გვინდა ამ ომის რუსეთში დაბრუნება და მათთვის ნამდვილად მტკივნეული გავხდეთ, რათა მათმა საზოგადოებამ იგრძნოს და მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როგორ ვუბიძგოთ მას მოლაპარაკებებისკენ. ამიტომ გვჭირდება დრონების იგივე რაოდენობა“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე არსებული დისბალანსის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის კონკურენტუნარიანობის გაზრდა შორ მანძილზე დარტყმების ეფექტიანობისა და რაოდენობის თვალსაზრისით.
















