ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას, ვიმედოვნებთ, აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აჩვენებს, რომ რუსეთს ამ ომის გახანგრძლივება სურს.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი.

„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის უკვე შეხვდა გუნდს, რომელმაც საუდის არაბეთში ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

banner
წინა სტატიაშიV-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო “საარჩევნო ავტოკრატიადაა” მოხსენებული
შემდეგი სტატიაიური უშაკოვი აცხადებს, რომ ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული დროებითი ზავი იქნება მხოლოდ დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის