“რუსეთი არ არის მზად, ომი უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე დაასრულოს. პუტინს არ სურს ომის დასრულება და თავდასხმებს ზრდის. ის ზამთარს ელოდება. რატომ ვუტევთ კონკრეტულად Wildberries-ს? იმიტომ, რომ ის არის როგორც სამხედრო საქონლის მიმწოდებელი, ასევე დიდი ფულის წყარო რუსეთისთვის. ეს ჩვენი ძალიან კარგად გათვლილი ოპერაციაა. სწორედ მათმა ლოგისტიკურმა დარტყმებმა გვაიძულა, რომ მათ ლოგისტიკურად იგივენაირად ვუპასუხოთ. ჩვენ ვუტევთ, რადგან გვესმის მათი დანაკარგების მასშტაბები. მხოლოდ ამ ერთ ოპერაციაში Wildberries-ის წინააღმდეგ, რუსეთის პირდაპირმა ზარალმა დაახლოებით ტრილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ამ კომპანიის ვალებს, სხვა კომპანიებისა და პირების თანამდევ ზარალს, ასევე პროცესების გადაწყობისა და Wildberries-ის აღდგენის საჭიროებას, ეს ციფრი 3 ტრილიონ რუბლს აღწევს”,_ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

















