15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსები დონეცკში რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღებას გეგმავენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ბუფერული ზონის შექმნას არა მხოლოდ უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ, არამედ ბელარუსთანაც ცდილობენ.

„დნესტრისპირეთთან დაკავშირებით: გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს იქ საფრთხეს ვერ ვხედავ. საფრთხე იქ არის, სადაც რუსული ჯარები არიან კონცენტრირებულები. დღეს ჩვენ ვხედავთ კონცენტრაციას სხვა რაიონებში – სამხრეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებით. მათი მთავარი მიზანი უცვლელი რჩება – პოკროვსკის მიმართულება. ეს მათთვის მნიშვნელოვანი ქალაქია; ისინი დიდი ხანია ცდილობენ მის აღებას. და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ არის ჩვენი თავდაცვის ხაზი და ჩვენი საზღვრები“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსები აპრილის ბოლომდე დონეცკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღებას გეგმავენ, კერძოდ, დრუჟკოვკას, კონსტანტინოვკას და პოკროვსკის დასახლებების.

„შეუძლებელია, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ვადას აწესებენ და ახლა უკვე თავად დაადგინეს. მე უკვე ვისაუბრე ბრიტანულ დაზვერვასთან ჩემს შეხვედრაზე – ჩვენ მათთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა გვაქვს. ისინი ასევე ვერ ხედავენ, რომ რუსებს ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ: არცერთი ქვეყანა არ დარჩება დაუსჯელი, ვინც ისრაელის წინააღმდეგ დიპლომატიურ კამპანიას აწარმოებს
შემდეგი სტატიაგიორგი უბილავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ხარებას” გარემოცვამ სცემა, ცრუს უწოდებს