ვოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც ამის დრო დადგება, კურსკის ოლქს უკრაინის ტერიტორიებში გავცვლით

როდესაც ამის დრო დადგება, კურსკის ოლქს უკრაინის ტერიტორიებში გავცვლით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებში გაცვლის.

„ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ტერიტორიები, უკრაინული. ნებისმიერ შემთხვევაში, კურსკის ოლქი მოგვცემს საშუალებას, გავცვალოთ ის ჩვენს ტერიტორიებში. დარწმუნებული ვარ, როცა მივალთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხამდე და გარკვეული ნაბიჯების გადადგმის საკითხამდე, ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ.​​​​​​​​​​​​​​​​

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – მხოლოდ ამერიკული ბიზნესის არსებობა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა
შემდეგი სტატია” პრეზიდენტო ზელენსკი, ჩემო მეგობარო, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ” -იენს სტოლტენბერგი