ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პლატფორმა X-ზე იგი წერს, რომ ევროპის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრება წარმოუდგენელია საქართველოსა და უკრაინის გარეშე.

“ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან.

ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში 1919 წლის 26 მაისს მოეწყო
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – დღეს არის რეჟიმი, რომელიც ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას – დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას