“სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ ომს ირჩევს – ყველამ მოისმინა დღევანდელი პასუხი. სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, მსოფლიოში ამ პასუხმა ბევრი ადამიანი გააწბილა. მას არ სურს არაფრის შეცვლა და არ სურს აღიაროს, რომ მისი ომი მოსწონს მხოლოდ მას და მათ, ვინც მისგან ფულს იღებს – ისინი ყოველ დღე ძალიან მომღიმარნი იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ფული უნდა მოაკლდეს, ხოლო რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინასთანაა, ვისაც რეალური მშვიდობა სურს“,_ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ცნოვისთვის, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: “ჯერ კიდევ გუშინ მანახა ეს წერილი ჩემმა პრესსპიკერმა პესკოვმა… სიმართლე გითხრათ, ვერ მოვასწარი გაცნობა. დღეს დილით პესკოვმა კვლავ მომაწოდა ეს ფურცელი, მე ის გადავიკითხე, ზედაპირულად, მაგრამ მაინც. ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. ზელენსკისთან შეხვედრამდე აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირების გადაწყვეტილებების პოვნა“.
გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა და ომის დასრულებისკენ და შეხვედრისკენ მოუწოდა. საპასუხოდ კი პუტინმა განაცხადა, რომ “შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.


















