28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი – ფსონები ნამდვილად მაღალია, შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ, ომის დასრულების დროა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალასკაში დღევანდელი შეხვედრის ფსონი ნამდვილად მაღალია.

ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის პოსტს, რომ ფსონები მაღალია.

„მთავარია, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი დისკუსია ლიდერებს შორის სამხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსული მხარე. ომის დასრულების დროა, რუსეთმა საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ვიმუშაოთ რაც შეიძლება პროდუქტიულად“, – დაწერა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპმა ალასკაში გამგზავრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფსონები მაღალია.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადავუხადე პატიმრების გათავისუფლებისთვის, განვიხილავთ კიდევ 1 300 პატიმრის გათავისუფლებას
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – უკრაინის ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული