ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რიტეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თავად ზელენსკი ავრცელებს.

“ჩვენ განვიხილეთ NATO-ს წევრ ქვეყნებთან კოორდინაცია, რათა განვითარდეს ერთობლივი პოზიცია ომის დასრულებაზე და რუსეთზე ზეწოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში რამშტეინის ფორმატის და NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრებისთვის. ჩვენ ველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება, რაც შეიძლება მალე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და რუტესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შევხდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – თუ საპარლამენტო არჩევნები არ გვექნება მანამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, არა მგონია, რომ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მივა