მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
„ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. კანონიერად, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ზელენსკის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას და არიან თუ არა მზად დათმონ ყირიმი ომის დასასრულებლად, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა ყირიმის დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.
„ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ იმისთვის, რომ ისინი დაიღუპონ ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი შეიძლება, დიპლომატიურად დაბრუნდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ინფორმაციული ქაოსი მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს.
მან, ასევე, მოუწოდა უკრაინელ ხალხს, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის ხმას.
„ჩვენ გიჟი მეზობელი გვყავს. ომის 1 001-ე დღეს რუსეთი ისეთივე გიჟია, როგორიც მე-1000 დღეს და 24 თებერვალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ინფორმაციული ქაოსი მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს.