მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი განცხადებას, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან უფრო მარტივია.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და ამ მიზნისთვის ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.
„ყოველდღიური ახალი დარტყმები და თავად რეალობა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ, რათა შეწყდეს ომი, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა, რეალური დიპლომატია“, – განაცხადა ზელენსკიმ.