უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს, თუ პუტინს ღონისძიებაზე მიწვევა ექნება.
„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ნორთ ბეიში, კანადის სამხედრო ბაზაზე.
უკრაინის ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ ექნება, რას ეტყვის ის რუსეთის პრეზიდენტს.
„მხოლოდ შედეგს ექნება მნიშვნელობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.








