ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა ამერიკა, მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო – უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ

მადლობა ამერიკა, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობა ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო.

უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

banner
წინა სტატიაშიCNN – ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა
შემდეგი სტატია“დღეს პუტინმა იცის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, რატომ იყენებს ის დღეს ბალისტიკას? ესე იგი არ უნდა ამ ომის დასრულება”- ზელენსკი ტრამპს