უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს.
ამის შესახებ BBC პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით წერს.
2 მარტს კი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უმასპინძლებს.