ვოლოდიმირ ზელენსკი – „კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა მისთვის ფინალია კურსკი , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ – ცუცქირიძე
შემდეგი სტატიახაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა