ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს კიევში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„კეთილი იყოს ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინის უკრაინაში ჩამოსვლა! მადლიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში ირლანდია ჩვენს გვერდით დგას“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ გვერდზე.

მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მისი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს აქვს ძალა, მაგრამ მისი წარმატებისთვის საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა დაადგეს აუცილებელი რეფორმების მკაფიო გზას
შემდეგი სტატია„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა