ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბარბელ ბასს შეხვდა. ზელენსკიმ ბასს უკრაინ​აში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ვაფასებთ, რომ სწორედ ხსოვნისა და შერიგების დღეს და ომის დროს, ჩვენთვის ასეთ რთულ პერიოდში ჩამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი ქვეყნისთვის ბუნდესტაგში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერისა და უკრაინის მომავალი წევრობას ევროკავშირში. გმადლობთ სტუმრობისთვის”,-თქვა ზელენსკიმ​​.

banner
წინა სტატიაშიკაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია – ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს – “აზოვის” პოლკის ლეიტენანტი
შემდეგი სტატიასატელიტმა დააფიქსირა რუსული არმიის საზენიტო სარაკეტო ძალების შეგროვება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით