ყველასთვის მოულოდნელად, მას შემდეგ, რაც ვლ. პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთში უკრაინასთან პირისპირ მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინის პრეზიდენტმა აბსოლუტურად მომგებიანი სვლა გააკეთა, რითაც კრემლის ლიდერს წამზომი ჩაურთო:
“ხვალიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას – სრულსა და მუდმივს, რათა შეიქმნას დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები არ მოძებნიან მიზეზებს, თუ რატომ არ შეუძლიათ პროცესის გაგრძელება და ადგილზე მოსვლა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე კი, პუტინის განცხადების შემდედგ, მის პოზიციას დნალდ ტრამპი საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა:
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან, არამედ სურს, რომ ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართოს შეხვედრა, რათა შესაძლო გზები განიხილონ სისხლისღვრის დასასრულებლად. უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამაზე. ამით მაინც გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არაა შესაძლებელი, ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ს ექნებათ სრული სურათი იმისა, სად ვდგავართ და შევძლებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“.
„მეეჭვება, რომ უკრაინა მიაღწევს შეთანხმებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად არის გართული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით — გამარჯვების, რომელიც საერთოდაც ვერ იქნებოდა შესაძლებელი (თუნდაც მიახლოებითაც კი !), ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, ახლავე!!!”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.