უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხსა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს.
ასევე, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც იმსჯელებენ.















