ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და კუპიანსკის მიმართულებაზე მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის გენერალთან და სხვა სამხედროებთან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უკრაინის დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

“ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ყოფნა.
მადლობა, რომ ყოველდღიურად აკეთებთ ასეთ დიდ საქმეს, იცავთ სახელმწიფოს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს!” მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაარაკორექტული იყო დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი-წილოსანი სიკორსკიზე