ვოლოდიმირ ზელენსკი – ხალხი თუ ფიქრობს, რომ ჩვენ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ, და მე მიმაჩნია, რომ მზად ვართ, მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს სამშვიდობო სამიტის ფარგლებში.

სატელევიზიო ინტერვიუში ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ იგრძნობდა თავს პუტინის პირისპირ ჯდომისას სავარაუდო სამშვიდობო სამიტზე.

„ეს თუ ერთადერთი გზა იქნება, რომლითაც შეგვიძლია, უკრაინელებს მშვიდობა მოვუტანოთ და ადამიანები არ დავკარგოთ, რა თქმა უნდა, ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მე არ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ. მე მას მტრად მივიჩნევ და ვფიქრობ, რომ ისიც მტრად მთვლის“, – განაცხადა ზელენსკიმ .

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა უკვე მზადაა „დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად“.

„ხალხს თუ მიაჩნია, რომ ჩვენ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ, და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ, მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური – მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, კვლევების ჩასატარებლად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, გამოხატოს პოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე” – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”