ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს და მთელ ამერიკელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხის მხარდაჭერის ლიდერობისთვის. ეს დახმარება დღეს, როგორც არასდროს საჭიროა. ის იცავს ჩვენი დამცველების სიცოცხლეს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და გვაახლოებს ჩვენ უკრაინაში მშვიდობის აღდეგნასთან“, – წერს ზელენსკი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ბაიდენმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დაბლოკავს რუსული ხომალდებისთვის ამერიკულ პორტებს. ამას გარდა, ვაშინგტონი გამოყოფს უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს და უკრაინელი ლტოლვილების მიღების სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიქართველები იღებენ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას, ეს არის მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით – სენატორი ბობ კეისი
შემდეგი სტატია“აზოვის” ბატალიონის ცნობით, ოკუპანტები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა მარიუპოლში გადაიყვანეს