ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დუბლინში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაშია პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, ის ზელენსკის აეროპორტში შეხვდა.

მარტინმა მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, რომ ის ზელენსკებს შეხვდა და გამოხატა „ურყევი მხარდაჭერა“ უკრაინის ხალხის მიმართ, „რომლებიც იცავენ თავიანთ თავისუფლებასა და დემოკრატიას“.

გავრცელებული ინფორაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, დღეს ზელენსკის ფლორიდაში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიხობში ხანძარს 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა