19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა,_ ამის შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ზელენსკი ავრცელებს.

“დიდ ბრიტანეთში ჩავედი. გეგმაშია შეხვედრები პრემიერმინისტრ ენდი ბერნემთან, ასევე ჩვენს მეომრებთან, რომლებიც ახლა ბრიტანეთში იმყოფებიან და კერძოდ, მონაწილეობდნენ სწავლებაში – Sea Breeze.

სრულმასშტაბიანი ომის წლებში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მტკიცე ურთიერთობები ავაგეთ. მთავარი პრიორიტეტია – საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და ერთობლივი თავდაცვითი წარმოება, ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყანას აძლიერებს. ვაფასებთ, რომ ყოველთვის შეგვიძლია ბრიტანეთის პრინციპული გადაწყვეტილებების, ლიდერობისა და მხარდაჭერის იმედი გვქონდეს.

მომავალშიც ვიმუშავებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი პარტნიორობა და გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოება” ,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებას
შემდეგი სტატიასიორიძე: რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში, წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება