ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტელეფონით ისაუბრეს და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ იუწყება.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ომის დროს უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის. შევთანხმდით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე. მადლობელი ვართ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის,“- წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულებს შორის 1 ბავშვია
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი საუბრობს იურიდიულ კაზუსზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით