უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება. ასევე, ერთობლივი მოლაპარაკებები გაიმართება ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში ვაგრძელებთ.
წინ გველის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ასევე ერთობლივი მოლაპარაკებები ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ჩვენი ჩართულობა პარტნიორებთან ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გმადლობთ, რომ ერთად მუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის,” – წერს ზელენსკი.
















