ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. როგორც ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი 15 სექტემბრიდან სრულად აღდგეს.

„გამოვხატე მადლიერება მისი ძალისხმევისთვის, უკრაინის სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია 15 სექტემბრიდან მათი სრული აღდგენა“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ევროკომისიისგან ოქტომბერში დადებით შეფასებას ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში. ზელენსკის თქმით, ის ასევე ელოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების 2023 წლის ბოლომდე დასაწყებად.

გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას მხარეებმა მოახდინეს პოზიციების კოორდინირება მშვიდობის ფორმულასთან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელები რაბოტინოში ბრძოლით შევიდნენ, მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია – მალიარი
შემდეგი სტატიაყირიმს სავარაუდოდ, სამხედრო გზით გავათავისუფლებთ, რადგან სხვა ვარიანტები არ გვაქვს – დანილოვი