უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრა ოვალურ კაბინეტში გაიმართა.
მედიის ცნობით, ჯო ბაიდებმა შეხვედრისას ისაუბრა ვალდებულებებზე უკრაინის უსაფრთხოებისადმი, ასევე გრძელვადიანი მშვიდობის მიზნებზე.
ამასთან, როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტი ზელენსკის სიმამაცეს.
„მათ შთააგონეს მსოფლიო. ამერიკელი ხალხი, მსოფლიო თქვენს გვერდით დგას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს გაწეული დახმარებისთვის.
„მადლობა მოწვევისთვის და შეერთებული შტატების მიერ რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის საბრძოლველად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.