ვოლოდიმირ ზელენსკი – არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა, თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ. თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.

„ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. მე ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატო-ში და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ესენი არიან აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა, ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად, დაგვინახოს ნატო-ში – ჩვენ არ ვიქნებით ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: რუხაძე იტყუება-მშვენივრად თანამშრომლობდა ნაცებთან ბადრის წინააღმდეგ,საკუთარი თავის გადასარჩენად!