ვოლოდიმირ ზელენსკი – აფხაზეთი არ ვითარდება, პუტინს სურდა, არ მიეცა მათთვის განვითარების საშუალება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ არ მიგიღებენ ევროკავშირსა და ნატო-ში

საქართველო, რომელიც მიდიოდა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, სრულიად შეტრიალდა რუსეთისკენ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აქვთ აფხაზეთში ის, რაც ჩვენ გვაქვს დონბასში, რომელსაც აკონტროლებენ სამხედრო მეამბოხეები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პუტინს სურდა, არ მიეცა აფხაზეთისთვის განვითარების საშუალება, რადგან „გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ არ მიგიღებენ ევროკავშირსა და ნატო-ში“.

„პირველ რიგში, უნდა გაიგონ პუტინის ომის იდეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მე განვიხილავ ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ მისცეს უკრაინას დამოუკიდებლობა, რომ ხელი შეუშალოს უკრაინას, განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მისთვის უკრაინაზე გავლენა არ შეიძლება დაიკარგოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი მიზანი.

მეორე ამბავი. მე არ მინდა, ვისაუბრო ამ ბანალურობებზე, რომ პუტინს სურს, დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიაზე გავლენა. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიდიოდა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, სრულიად შეტრიალდა რუსეთისკენ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აქვთ აფხაზეთში ის, რაც ჩვენ გვაქვს დონბასში, რომელსაც აკონტროლებენ სამხედრო მეამბოხეები.

აფხაზეთი არ ვითარდება. ეს უბრალოდ ნაწილია, საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი, რომელიც მოკვდა. და თუ გაქვთ შესაძლებლობა, მაშინ წადით იქ ოდესმე. თქვენ გაიგებთ, რომ აფხაზეთი მოკვდა, რადგანად პუტინს სურდა ეს. მას სურდა, არ მიეცა მათთვის განვითარების საშუალება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ თქვენ არ მიგიღებენ ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, არ მიგიღებენ ნატო-ში, რადგან ახლა ისინი არ გიღებენ გაყინული კონფლიქტის გამო. და ეს არის, რაც პუტინმა გააკეთა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს გავლენა. ანუ, მან უკან შემოატრიალა საქართველო. ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა მიდის და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ პატარაა. და ისინი წავლენ. მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ვიღაც – შეერთებულ შტატებში, ვიღაც – ევროპაში, ვიღაც – ევროკავშირში, ვიღაც – ბრიტანეთში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში დაფიქსირებულ გრიპს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე – მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება, ის ბავშვების უდიდეს ნაწილს აქვს გადატანილი, მაგრამ არ ყოფილა პერიოდი, როცა მძიმე დაავადება ან სერიოზული ეპიდაფეთქებები გამოეწვიოს