ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან 9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი და უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან 9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი. ზელენსკის თქმით, უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, ვინ არიან ეს მეზობლები – რუსეთი. და რაზე არიან მზად რადიკალური პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, პირველ რიგში, თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ გამოცხადებული აღდგომის „ცეცხლის შეწყვეტის“ დროსაც კი მათ 100-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

„ნდობა არ არსებობს, პროვოკაციები შეიძლება იყოს. მაგრამ ეს რუსებზეა დამოკიდებული. თუ ვინმე მათ კიდევ ენდობა, დაე, საკუთარ თავზე გამოცადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს