ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ნატო-ს წინააღმდეგ ომს მომავალი წლისთვის ამზადებდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ნატო-ს წინააღმდეგ ომს მომავალი წლისთვის ამზადებდეს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მედიას განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ამზადებს 15 დივიზიას ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად, რაც დაახლოებით 100-150 ათას ადამიანს შეადგენს.

„ისინი, შესაძლოა, უკრაინის მიმართულებით წავიდნენ, როგორც ეს 2022 წელს იყო, ან ისინი პოლონეთის, ან ბალტიის ქვეყნებისკენ წავლენ. ვფიქრობ, მას ასეთი იდეა აქვს. დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის ამზადებს ომს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ მომავალ წელს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სცენარში 100%-ით დარწმუნებული არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანებამდე უკრაინას სჭირდება 1,5-მილიონიანი არმია და სათანადო შეიარაღება, რათა შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ძალიან ვწუხვარ, რაც ითქვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ რუმინეთის შესახებ, შესაძლოა, ეს მწვანე შუქი იყოს რუსეთისთვის