ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ პუტინი წყვეტს, შეჩერდება თუ არა რუსეთის არმია.

„რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ“, – აცხადებს ზელენსკი.

​მისივე თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა ომი დასრულდეს.

banner
წინა სტატიაში15 წუთში შეცვლილი პოზიცია: “პრეზიდენტმა შეცვალა გზავნილები და გააკრიტიკა რეზოლუცია, დავუფასებთ”-კობახიძე
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს