ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი თუ შეძლებს, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას – კურსკში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკრაინულ მიწებზე.

„ჩვენ გავცლით ერთ ტერიტორიას მეორეზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ იცის, რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების რომელ ნაწილს მოითხოვს სანაცვლოდ.

„არ ვიცი, ვნახოთ, თუმცა ყველა ჩვენი ტერიტორია არის მნიშვნელოვანი, აქ არ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – დასავლელ პარტნიორებს მუდმივად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება – სალომე ზურაბიშვილს გადავეცით სურვილები, რა გვინდა გააჟღეროს
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: პრეზიდენტს გადავცემთ ივანიშვილის რეჟიმის უკანონო დავალებების შემსრულებელთა სიას, რომლებიც არღვევენ პროტესტის მონაწილეების უფლებებს