Volkswagen-ის “ახალი შვილი” “სუფთა” ელექტროენერგიას გაყიდის

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen (VW) ელექტრომობილებისკენ ახალ ნაბიჯს დგამს. სამშაბათს, 8 იანვარს მან შვილობილი კომპანია Elli Group GmbH-ის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც ელექტრომობილებისთვის ელექტროენერგიას გაყიდის. კომპანიის შტაბ-ბინა ბერლინში იქნება.
Elli Group GmbH უკვე თებერვლიდან დაიწყებს ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელსაც აღმდგენი წყაროებიდან მიიღებს და რომელიც გარემოსთვის უსაფრთხო იქნება. Volkswagen-ის ახალი “შვილის” გეგმაშია სახლისა და კორპორაციებისთვის ელექტროენერგიის დამტენი მოწყობილობების მიწოდება და ავტოპარკირებების ელექტროფიკაციისთვის კონსულტაციების გაწევა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიIn My Life-ი ლენონმა დაწერა თუ მაკარტნიმ სტატისტიკამ გაარკვია
შემდეგი სტატიათურქეთმა აშშ-ს ქურთების უსაფრთხოების შესახებ გარანტიის მიცემაზე უარი უთხრა