Volkswagen-ი ევროპიდან 8,5 მილიონ მანქანას გამოითხოვს

Volkswagen-ი ევროპიდან 8,5 მილიონ მანქანას გამოითხოვს

Volkswagen-ი ევროპიდან 8,5 მილიონ მანქანას გამოითხოვსკონცერნი Volkswagen დიზელის მოტორიან დაახლოებით 8,5 მანქანას გამოითხოვს. გადაწყვეტილება ავტოკონცერნის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ იქნა მიღებული – ამის შესახებ დღეს განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა. ეს Volkswagen-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი აქციაა, რომელიც რაოდენობრივად მანქანების წლიურ გაყიდვას უტოლდება.

კონცერნის ირგვლივ სკანდალი გარემოს მავნე ნარჩენების პროგრამული უზრუნლელყოფის არასწორი მუშაობის გამო დაიწყო. პროგრამა ნარჩენებს დაბალი დონით აჩვენებდა.
იტალიაში, ვერონაში, პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულირების გამო კონცერნის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. იტალიის პოლიცია Volkswagen-ის იტალიის ოფისის ხელმძღვანელს მასიმო ნორდიოს კითხავს.
ავტოკონცერნი აღნიშნული პრობლემების გამო 2016 წლის ბიუჯეტს მილიარდი ევროთი შეამცირებს.

banner
წინა სტატიაშისირიაში თარხან ბათირაშვილი (აბუ ბაქრ აშ-შიშანი) მოკლეს…
შემდეგი სტატიაუხამსი წინადადება