აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას, რუსეთში აჯანყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გამო გადადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროს თანახმად, „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციების გადადება განპირობებულია იმით, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კონფლიქტში მხარედ გამოჩნდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი 27 ივნისს გეგმავდა „ვაგნერის“ ოქროს ბიზნესის შესახებ ახალი აღნიშვნების გამოცხადებას აფრიკაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯგუფის მიერ მართულ სამთო ოპერაციებზე.