მოსკოვზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობდა, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო და თვითმფრინავებს სახვა აეროპორტებში აგზავნიდნენ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
გადაწყვეტილება აეროპორტის დახურვის შესახებ ამ შემდეგ იყო მიღებული, რაც მოჟაისკის მახლობლად რადარებმა საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ასევე დროებით დაუხურა საჰაერო სივრცე ქალაქ კალუგის აეროპორტის თავზეც.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში კვლავ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა. დრონი კარამიშევსკის სანაპიროს მახლობლად ჩამოვარდა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვზე განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტების მუშაობა ასევე რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.