“ვნანობ, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 7, 2019 12:32

“ვნანობ, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

როგორც გეგა გეგეშიძემ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წელს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების წელია და სპორტსმენებმა უნდა გააგრძელონ ვარჯიში.

“კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველაფერზე, შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს“, – განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, ნანობს თუ არა თავის საქციელს, ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა: “ვნანობ, ეს არ არის კარგი, ამას მოჰყვა გამოხმაურება, ეს არ არის არც ჩემი საქციელი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“.

ასევე გეგეშიძის თქმით, ფედერაციაში მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება მიღებული.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 7, 2019 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics