ვნახავთ, რა შეთავაზება აქვთ, ჩვენი მხრიდან ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც სწორედ ამის გამოხატულებაა – ანრი ოხანაშვილი

განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ცნობიერების ამაღლებაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს, რა ინიციატივა აქვს „გირჩს“, ვნახავთ და საკუთარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ვნახავთ, რა შეთავაზება აქვთ. რა ინიციატივით გამოდიან და როგორ წარმოუდგენიათ, კონკრეტული საკითხის გადაჭრა. ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ცნობიერების ამაღლებაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს. ჩვენი მხრიდან ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც სწორედ ამის გამოხატულებაა. რა ინიციატივა აქვს „გირჩს“, ვნახავთ და საკუთარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. რაიმე კონსულტაცია არ გვქონია, რომ პოზიცია უკვე გვქონდეს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

„გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვს. „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით უქმდება ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის ისტორიულ მინიმუმზე – რატი იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაეს ადამიანები მალავენ ზუსტად იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩრდილოვანად ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ – იონათიშვილი ოპოზიციაზე