„ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ერთად მთავარ რეკომენდაციებზე” – კარლ ჰარცელი არჩევნების საკითხზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად მუშაობდა საარჩევნო რეკომენდაციებზე, რომლის მთავარი ადრესატი საქართველო ხელისუფლებაა. კარლ ჰარცელმა ზოგადი კომენტარი გააკეთა. მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი რეკომენდაციის შესრულებაა ყველაზე მთავარი.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროცესში ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იყოს ჩართული.

„ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ერთად მთავარ რეკომენდაციებზე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ კუთხით. ფუნდამენტური ისაა, რომ გვაქვს ოდირის ანგარიში, სადაც 17 რეკომენდაციაა, რომლებიც სასურველია, იყოს გათვალისწინებული. პირადად სპიკერთან გვქონდა დისკუსია და ყველა ვთანხმდებით, ასე უნდა მოხდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია, დისკუსია დაიწყოს ოპოზიციის, არასამთავრობოების ჩართულობით, რომ მიმდინარე წელი საჭირო ცვლილებების განხორციელებისთვის გამოვიყენოთ,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობას უკავშირდება. დოკუმენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ სპექტრს უკვე გაეგზავნა. ოპოზიციის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მთავარი აქცენტი ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვის ფაქტებზე კეთდება.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა
შემდეგი სტატიასუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული