ომის მოლაპარაკებები – დონალდ ტრამპის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს, რამდენად შეიძლება იყოს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ახლა.
როგორც თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, „რვა ომი დაასრულა და ფიქრობდა, რომ ყველაზე მარტივად დასასრულებელი რუსეთ-უკრაინის ომი იქნებოდა“.
„ვნახოთ, რა მოხდება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ. მალე გავიგებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ახლა ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებდა.


















