“ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე – წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა”

ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან. ეს არის წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება.

„ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი შეიკრიბა იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ეს არის წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და ა.შ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. უკვე მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაწყებულიც არის, იგეგმება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზებთან, წყალთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ აწუხებს. იუსტიციის მინისტრისგან მოვისმინეთ კონკრეტული პრეზენტაცია სერვისებთან დაკავშირებით, მასაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ხედვები აქვს, ამიტომ ეს კონკრეტული გეგმები ძალიან მალე, შესაბამის ვადებში და შემდგომში გრძელვადიანად იქნება რეალიზებული ჩვენი საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბობოყვათში აქციაა- ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაზალკალიანი: საქართველოს, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად, აქტიურად მუშაობის რესურსი აქვს