მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფეო!
ქრისტე აღსდგა!
გულითადად გილოცავთ თქვენი უწმინდესობის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას. ამ მოვლენის შესახებ ცნობამ კიდევ უფრო გააძლიერა აღდგომის ნათელი სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილთა გულებში, რომელთაც გულწრფელი სიყვარული აქვთ ივერიის — ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის — მიმართ.
ღვთის განგებით, ჩვენი მოძმე ეკლესიები ოდითგანვე არიან დაკავშირებულნი საერთო ისტორიით… საქართველოში მრავალგზის სტუმრობისას, ისევე როგორც ივერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღებისას, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ერების ღრმა სულიერ სიახლოვეს.
ვლოცულობ, რათა ღვთის შეწევნით, თქვენს პირველმღვდელმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი პატივსაცემი წინამორბედების დროს, განსაკუთრებით კი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივდებული, მარადსახსენებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დროს.
მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობასა და ზეციური შეწევნის დაუშრეტელ მადლს მრავალი მშვიდობიანი და კურთხეული წლის განმავლობაში პატრიარქობის ჟამს.
ღმერთისადმი ძმური სიყვარულით, +კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, – ნათქვამია მილოცვაში.


















