17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი წირვას ზუგდიდში აღავლენს

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე მივიდა, სადაც სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ცნობისთვის, 15 ივლისს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული – ვლაქერნობა. ამ დღეს, ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა პატივი მიაგონ მას.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაიორდანიის თავდაცვის სამინისტრო: ირანის სამი რაკეტა გავანადგურეთ